14:12 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-31 20:03:24, 12765 ნახვა

ომი უკრაინაში
პრემიერის პრესსპიკერი - მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან გადაადგილების შეზღუდვა, რომლებიც 1 საათში ამოქმედდება

"მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან გადაადგილების შეზღუდვა, რომლებიც 1 საათში ამოქმედდება", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, თუ რას ნიშნავს ე.წ კომენდანტის საათი და აღნიშნა, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ფიზიკური პირი 3 000 ლარით, იურიდიული კი, 15 000-ით დაჯარიმდება.

„ე.წ კომენდანტის საათი ნიშნავს, რომ დღეს საღამოს 9 საათიდან ხვალ დილის 6 სათამდე არის აკრძალული გადაადგილება, როგორც ქვეითად ასევე სატრანსპორტო საშუალებებით. ეს შეზღუდვა არ ეხება მხოლოდ სატვირთო მანქანებს და იმ სუბიექტების სატრანსპორტო საშუელებებს, რომელთა საქმიანობაც არის კრტიკულად მნიშვნელოვანი, მაგალითად პოლიცია, სამხედროები, წინასწარ განსაზღვრული სამედიცინო მანქანები, ზოგიერთი ამედიცინო მოხელეები და სხვა ამდაგვარი

მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოცხადებული გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც 1 საათში ამოქმედდება და იმოქმედებს დილის 6 საათამდე და ასე იქნება, მთელი საგანგებო პერიოდის განმავლობაში, გთხოვთ დაიცვათ ეს რეჟიმი, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში არის გათვალისწინებული ჯარიმები, რომელიც ფიზიკურ პირებზე 3 000 ლარიან, ხოლო იურიდიულ პირებზე 15 000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics