15:02 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-10 11:06:57, 35196 ნახვა

კულტურა
პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში | თეატრის გენერალური სპონსორია ბაზისბანკი

ბაზისბანკს და კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრს შორის გენერალური სპონსორობის ფარგლებში, 14 და 15 ნოემბერს, თეატრის დიდ სცენაზე ფრიდრიხ შილერის “ყაჩაღების” პრემიერა გაიმართება. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია საბა ასლამაზიშვილი.

ყაჩაღები, ეს არის სპექტაკლი ადამიანებზე, რომლებიც სიმართლის ძიებაში კარგავენ საკუთარ თავს, მორალს, საკუთარ იდენტობას. მიდიან თვითლიკვიდაციამდე, მაგრამ მაინც იბრძვიან იმისთვის, რომ აღადგინონ სამართლიანობა დედამიწაზე.

სპექტაკლი წარმოგვიდგენს თანამედროვე გმირს, რომელიც მოგვითხრობს ამ გმირის აუცილებლობაზე. თანამედროვე ლიდერზე, რომელიც ნებისმიერ წინაღობას, დაბრკოლებას გადალახავს და აუცილებლად გაიმარჯვებს სიმართლისთვის და სიყვარულისთვის.

სპექტაკლის ქორეოგრაფია კოტე ფურცელაძე. მონაწილეობენ მსახიობები: ვალერი კორშია, პაატა ინაური, გიორგი შარვაშიძე, ანუკა გრიგოლია, ბაჩო ჩაჩიბაია, ჯაბა კილაძე, ირაკლი ჩხიკვაძე, როლანდ ოქროპირიძე, ნოდარ ძოწენიძე.

„ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, აგრძელებს კოტე მარჯანიშვილის თეატრის სპონსორობის ფარგლებში მნიშვნელოვანი პროექტების განხორცილებას. 14 და 15 ნოემბერს, მორიგი საინტერესო სპექტაკლის პრემიერა ელოდება მაყურებელს. გვჯერა, რომ ქართული თეატრის მხარდაჭერა დიდ როლს თამაშობს ქართული კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციაში. ბაზისბანკის თანამშრომლობის ფარგლებში თეატრი კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს წარუდგენს მაყურებელს”.  - განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.
 

მარჯანიშვილის თეატრის გენერალური სპონსორია ბაზისბანკი

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics