10:01 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-19 12:59:29, 4466 ნახვა

ომი უკრაინაში
ჩიქოვანი - საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ზომები და შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება

"საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ზომები და შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ყველა სამინისტროს დაევალა, დღის ბოლომდე წარმოადგინონ ყველა ის საჭირო შეზღუდვები, რომლებიც უახლოეს პერიოდში ამოქმედება.

"მინდა გითხრათ, რომ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გამკაცრდება ზომები და შეზღუდვები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის. თითოეულ სამინისტროს საკუთარი გამგებლობის სფეროს მიხედვით, მიეცა ინსტრუქცუა, რომ დღის ბოლომდე წარმოადგინონ ყველა იმ შესაძო შეზღუდვის შესახებ, რომელიც შესაძებელია ამოქმედდეს უახლოეს პერიოდში. ჩვენ არ ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობაზე და ეს არ არის საგანგებო მდგომარეობის ფაზაა, ესაა შეზღუდვების გამკაცრება, რომელიც მიმართულია პრევენციულ ღონისძებებზე", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა აშშ-სთვის გამდიდრებული ურანის გადაცემას
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
ლონდონის „არსენალისა“ და ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე ალექს მენინგერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის საომარი მოქმედებების 10-დღიანი შეჩერების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics