21:02 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-10 22:48:13, 11849 ნახვა

ომი უკრაინაში
თენგიზ ცერცვაძე - ახალი რვა შემთხვევიდან, ხუთ ადამიანს კორონავირუსი თვითიზოლაციაში ყოფნისას გამოუვლინდა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული 8 ახალი შემთხვევიდან, ერთი პაციენტი მოთავსებული იყო ინფექციურ საავადმყოფოში და მას ჰქონდა კონტაქტი იტალიიდან ჩამოსულ, კორონავირუსით დაინფიცირებულ მეხუთე ადამიანთან.

მისივე ინფორმაციით, ხუთ ადამიანს, ახალი ტიპის კორონავირუსი თვითიზოლაციაში ყოფნის დროს გამოუვლინდა.

„ბოლო ერთ საათში დრამატულად შეიცვალა სიტუაცია და 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ერთი მათგანი არის პიროვნება, რომელიც კონტაქტში იმყოფებოდა პაციენტ ნომერ ხუთთან. ის თავის მოვალეობას ასრულებდა, რაშიც გასამრჯელო აიღო და ვარაუდობს, რომ მას ვირუსი ფულისგან გადედო. ხოლო კორონავირუსი ასევე 5 იმ ადამიანს გამოუვლინდა, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და რამდნეიმე დღის წინ ვირუსი არ დაუდასტურდათ. მათ კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულ ქალბატონთან, რომელიც ჩვენთან მე-8 დღეა წევს. ახლა გყვავს ორი დიდი ჯგუფი რომელმაც იმოგზაურა იტალიაში",- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ჯერჯერობით მისთვის უცნობია ახლად დაინფიცირებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა 23 დაინფიცირებულიდან, მხოლოდ ერთს აღენიშნება სიმძიმე.

მისივე თქმით, ქვეყანაში ინფექციის შიდა გადაცემები არის მინიმალური.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევაა დაფიქსირებული.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics