09:21 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-03 16:42:47, 17391 ნახვა

High - Tech
Microsoft Duo-ახალი სმარტფონი, რომელიც ოდესღაც გვინახავს

Microsoft-მა ,Google-თან თამანშრომლობის ახალი ეტაპი საკმაოდ სპეციფიურად დაიწყო. კომპანიამ, რომელსაც IT ინდუსტრიაში ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია უკავია, შექმნა სმარტფონი, რომელიც არც სმარტფონს ჰგავს და არც კომპიუტერს.

 

 

Microsoft Duo, ასე ქვია კომპანიის ახალ გამოგონებას, რომელიც ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ეკრანისგან შედგება. ორივე ეკრანი ერთი ზომისაა-5,6 ინჩი, ხოლო გაშლილ მდგომარეობაში სმარტფონი (?) 8,3 ინჩიან მოწყობილობად გარდაიქმნება. 
სმარტფონის დიზაინი ძალიან ჰგავს იმას, რასაც კომპანია "სონი" შორეულ 2012 წელს აკეთებდა-მაშინ იაპონურმა გიგანტმა ასეთივე დიზაინის პლანშეტი Xperia Tablet P წარადგინა, რომელმაც დიდი ხმაურის მიუხედავად მომხმარებელმა არ "დააფასა". 

სმარტფონი ანდროიდის ოპერატიულ სისტემაზე მუშაობს, რომელსაც "მაიკროსოფტის" ამ მოწყობილობაზე აწყობილი გარეკანი გააჩნია. ცნობილია აგრეთვე, რომ სმარტფონს უკანა კამერა არ ექნება, სავარაუდოდ მის როლს "სელფის" კამერა შეითავსებს.
მოწყობილობის დანარჩენ თვისებებს Microsoft-ი არ ამხელს. ერთი ის ვიცით, რომ Microsoft Duo მომავალი წლის დეკემბერში გამოვა და მისი ღირებულება 1000$ არ ასცდება.

 









ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
ლონდონის „არსენალისა“ და ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე ალექს მენინგერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის საომარი მოქმედებების 10-დღიანი შეჩერების შესახებ განაცხადა
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics