15:45 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-03 13:36:03, 1841 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოდან აზერბაიჯანში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 59,2%-ით შემცირდა

2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, საქართველოდან აზერბაიჯანში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 59,2%-ით შემცირდა.

2014 წლის განმავლობაში, საქართველოდან აზერბაიჯანში 16,8 ათასი მსუბუქი ავტომიბილი გაიტანეს, რომელთა ჯამური ღირებულება 252,3 მილიონი დოლარია. 2013 წელს კი, იგივე მაჩვენებელმა 41 000–ზე მეტი ერთეული შეადგინა, რომელთა საერთო ფასი 370 მილიონი დოლარი იყო.

ასეთი მკვეთრი შემცირება აზერბაიჯანის ეკოლოგიურ სტანდარტ „ევრო 4“-ზე გადასვლამ განაპირობა.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ექსპორტის შემცირებისა, აზერბაიჯანი საქართველოს ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორად რჩება.

ექსპორტის მთლიანმა მოცულობამ აზერბაიჯანში 511 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს ექსპორტის 19,4%-ს შეადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics