15:46 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-20 11:33:00, 709 ნახვა

საზოგადოება
თამაზ სუხიაშვილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება

უკრაინაში, დონეცკის აეროპორტზე შეტევისას,  დაღუპულ ქართველ თამაზ სუხიაშვილს საქართველოში, სავარაუდოდ, ხვალ გადმოასვენებენ.

მანამდე კი, დნეპროპეტროვსკიდან  მისი კიევში გადასვენებაა დაგეგმილი. სუხიაშვილის ცხედარს  დნეპროპეტროვსკის მორგში ამ დროისათვის  ექსპერტიზა უტარდება.

როგორც ცნობილია, დაღუპული თამაზ სუხიაშვილის საქართველოში  გადმოსვენების ხარჯებს, სახელმწიფო დაფარავს.

შეგახსენებთ, 18 იანვარს დონეცკის აეროპორტზე შეტევისას,   93-ე აერომობილური ბრიგადის მოხალისე მებრძოლი თამაზ სუხიაშვილი  დაიღუპა. თამაზ სუხიაშვილი  25 იანვარს 36 წლის გახდებოდა. იგი საერთაშორისო სამშვიდობო მისიის მონაწილეა. ცხოვრობდა გორში. დარჩა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
ოპოზიციის ალიანსმა მაღალი ფასების შესამცირებლად საკუთარი ხედვა წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics