08:49 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-15 10:10:59, 1001 ნახვა

სამხედრო
გენერალური შტაბის უფროსი ამერიკელ გენერალს შეხვდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტს განაგრძობს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის მეთაურთან, არმიის გენერალ ჯონ კემპბელთან გამართა შეხვედრა.

გენერალური შტაბის უფროსმა და ავღანური მისიის ხელმძღვანელმა "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში ქართველი სამხედროების წვლილზე ისაუბრეს. გენერალმა კემპბელმა ქართველი ჯარისკაცების მაღალ პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი და საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის თითოეულ ჯარისკაცს მადლობა გადაუხადა.

"მტიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბ-ბინაში სტუმრობისას, საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეული მოინახულა და მეთაურისგან ქვედანაყოფის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია მოისმინა. მოგვიანებით, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე 31-ე ბატალიონის საცხოვრებელ და სამუშაო პირობებსაც გაეცნო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლონდონის „არსენალისა“ და ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე ალექს მენინგერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის საომარი მოქმედებების 10-დღიანი შეჩერების შესახებ განაცხადა
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics