2016-12-06 13:04:30, 1693 ნახვა
სხვადასხვა
დონალდ ტრამპი, ვლადიმერ პუტინი და რეჯეპ ტაიპ ერდოღანი "წლის ადამიანის" ნომინაციის ფინალისტები არიან
ამერიკულმა გამოცემა Time-მა “წლის ადამიანის” ნომინაციაზე 11 ფინალისტი გამოავლინა.
გამოცემის ინფორმაციით, ფინალისტებს შორის არიან: “გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის” ყოფილი ლიდერი და “ბრექსითის” აქტიური მომხრე ნაიჯელ ფარაჯი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, აშშ-ის ახალადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, მომღერალი Beyonce, ინდოეთის პრეზიდენტი ნარენდრა მოდი.
ამასთან, კიდევ ერთი ფინალისტი სოციალური ქსელის, Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგია.
ცნობისთვის, “წლის ადამიანს” Time-ი 7 დეკემბერს დაასახელებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ჟურნალმა "წლის ადამიანად" გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დაასახელა
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან