10:00 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-16 17:14:35, 550 ნახვა

საზოგადოება
მალაიზიის სამთავრობო დელეგაცია საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მალაიზიის სამთავრობო დელეგაცია ეწვია. დელეგაციის წევრები უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში საქართველოს, როგორც ტოპ-რეფორმატორი ქვეყნის გამოცდილებას გაეცნენ.

სამთავრობო დელეგაციის წევრებს საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა ქონების რეგისტრაციის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, რეგისტრაციის გამარტივებული პროცედურები, ელექტრონულ სერვისები, დამისამართების და ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის პროექტები გააცნეს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

ვიზიტი 20 მარტს დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics