2016-09-30 13:03:54, 1279 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ხადური: „ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი 30% ნამდვილად არ არის
ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობას" მხარს მოსახლეობის 30% ნამდვილად არ უჭერს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან უკვირს ადამიანების, რომლებმაც იციან, რა საშინელება გამოიარა საქართველომ 9 წლის განმავლობაში და მაინც მხარს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს უჭერენ:
"მეც მიკვირს სიმართლე გითხრათ, არვიცი რამდენი პროცენტია, მაგრამ 30 % ნამდვილად არ არის, კვლევებით რამდენადაც ვიცი, 13% -ია. ძალიან მიკვირს იმ ადამიანების, რომლებმაც იციან, რა საშინელება გამოიარა საქართველომ 9 წლის განმავლობაში, ეს ადამიანები შიშის ქვეშ ცხოვრობდნენ. ჩვენ დღეს არანაირი საშიშროება არ გვემუქრება. განვვითარდებით სწრაფი ტემპით და ადამიანები ღირსეულ და თავისფალ გარემოში იცხოვრებენ",-განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან