05:33 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-05 17:06:08, 728 ნახვა

სამხედრო
გიგა ავალიანს ვიცე-პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ვიცე-პოლკოვნიკ გიგა ავალიანის მეუღლესა და ქალიშვილს უმასპინძლა. თინათინ ხიდაშელი პატარას გაესაუბრა, სიმბოლური საჩუქრები გადასცა და აცნობა, რომ მამას, მაიორ გიგა ავალიანს ვიცე-პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.

33 წლის ვიცე-პოლკოვნიკი გიგა ავალიანი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1999 წლიდან მსახურობს.

სამხედრო კარიერის განმავლობაში მას მრავალი ჯილდო აქვს მიღებული: გენერალ მაზნიაშვილის, გენერალ კვინიტაძის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის უწყებრივი მედლები და მედალი „ლომგული“. ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო – ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი კი ISAF-ის მისიაში გამოჩენილი გმირული თავდადებისთვის გადაეცა.

გიგა ავალიანი 9 წლის იყო, როდესაც აფხაზეთი დატოვა, როგორც თავად ამბობს, სწორედ, ამ ფაქტმა განაპირობა მისი არჩევანი - ემსახურა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ამჟამად, ვიცე-პოლკოვნიკი გიგა ავალიანი ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში 52-ე ბატალიონის მეთაურის რანგში მსახურობს.

მას მეუღლე და 4 მცირეწლოვანი შვილი ყავს. სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებთან შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე დაესწრნენ.

(ns)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics