07:10 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-06 16:10:27, 1034 ნახვა

კომენტარი
კვირიკაშვილი: მიმდინარე წლის 5 თვეში საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტების რაოდენობის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის 5 თვეში საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტების რაოდენობის რეკორდული ზრდა აღინიშნა. 

როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 2016 წლის მაისის თვის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 14.9%-ითაა გაზრდილი.

„ხოლო ტუროსტების, ანუ მათი, ვინც 24 საათი და მეტი რჩება საქართველოში  24.3%-ით ზრდაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური მაჩვენებელია  ტრადიციული ვიზიტორი ქვეყნებიდან, ჩვენი მეზობელი ქვეყნების გარდა, მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნება ევროკავშირის ქვეყნებიდანაც, რაც ვფიქრობთ, რომ  დადებითი მაჩვენებელია.

საერთაშორისო მოგზაურების ზრდა დაფიქსირდა 5 თვის  მონაცემებითაც და 15.3% შეადგინა, ხოლო ტურიზმიდან შემოსავალმა  2015 წლის ჯამური მონაცემებით,  1.94 მლრდ დოლარი შეადგინა და ზრდა   8.3%  იყო, რაც 149 მლნ დოლარით მეტია წინა წლის ანლოგიურ მაჩვენებელთან  შედარებით. ასევე იზრდება ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში და 16.2%-ით გაიზარდა  2015 წელს ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში და თითქმის 6.8% შეადგინა, მაგრამ პოტენციალი კიდევ უფრო მეტია“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics