2015-02-19 16:47:21, 486 ნახვა
პოლიტიკა
სახელმწიფო კერძო კომპანიებისგან რაიონული საავადმყოფოების გამოსყიდვას იწყებს
„სახელმწიფო კერძო კომპანიებისგან რაიონული საავადმყოფოების გამოისყიდვას იწყებს“, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განმარტებით, სახელმწიფო, რეგიონებში კერძო კომპანიებისგან 4 სავადმყოფოს გამოისყიდის.
„სამინსიტრო გამოისყიდის ყაზბეგის, წალკის, ბაკურიანის და თეთრიწყაროს საავადმყოფოებს“, - აღნიშნა მინისტრმა.
მინისტრი განმარტავს, რომ გადაწყეტილების მიღების მიზეზი დავალიანება გახდა, რომელსაც კერძო კომპანიები საავადმყოფოების მიმართ ვერ ისტუმრებენ.
„მოხდება საავადმყოფობის გამოსყიდვა და ამით კერძო კომპანიები არსებულ დავალიანებას დაფარავენ“, - განაცხადა სერგეენკომ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან