2025-10-10 23:00:07, 1488 ნახვა
სამართალი
ჩახუნაშვილს 20 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა
მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და 4 ოქტომბრის აქციის საქმის ფარგლებში დაკავენულ პედიატრ გიორგი ჩახუნაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, 20 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა.
გირაოს შეტანის ვადად 30 დღე განისაზღვრა, ჩახუნაშვილი საპატიმროს გირაოს შეტანის შემდეგ დატოვებს.
ჩახუნაშვილთან ერთად ვალერიან ბუგიანიშვილმა საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებულის გიორგი მულაძის აღკვეთზეც იმსჯელა. მას სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გიორგი ჩახუნაშვილი 4 ოქტომბრის აქციის საქმის ფარგლებში 9 ოქტომბერს დააკავეს, პროკურატურამ მას ბრალდება 10 ოქტომბერს წარუდგინა, უწყების განაცხადა, რომ სასამართლოსთან ჩახუნაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს შეფარდებას იშუამდგომლებდნენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,