2015-02-16 17:13:04, 650 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრემიერს ეროვნულ დღეს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრემიერს ალექსანდერ ვუჩიჩს ეროვნულ დღეს ულოცავს.
„საქართველოს მთავრობის და ჩემი სახელით, მინდა გულწრფელად მოგილოცოთ სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული დღე. დარწმუნებული ვარ, მეგობრული ურთიერთობები სერბეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის კიდევ უფრო გაძლიერდება და განვითარდება მომდევნო წლებში და ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა მიმართული იქნება ჩვენი ხალხის ერთობლივ კეთილდღეობაზე. თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ გამოვხატო თქვენდამი ჩემი უდიდესი პატივისცემა და გისურვოთ წარმატება, მშვიდობა, გაბრწყინება და კეთილდღეობა”, - ნათქვამია მისალოც წერილში, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალექსანდერ ვუჩიჩს გაუგზავნა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან