20:36 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-17 09:33:15, 1823 ნახვა

სამხედრო
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მიზანში სროლის მწვრთნელის კურსი დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ნატო-საქართველოს  წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მიზანში სროლის მწვრთნელის ერთთვიანი კურსი დასრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კურსს ბრიტანელ სამხედრო მრჩეველთა ჯგუფი (BMATT) უძღვებოდა და მასში მონაწილეობას 60 სამხედრო მოსამსახურე იღებდა. სწავლება ორ ეტაპად ჩატარდა და თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა.

"კურსის განმავლობაში მსმენელებმა სროლის უნარ-ჩვევები განავითარეს და სწავლების მეთოდები აითვისეს. მიღებული ცოდნა მათ საშუალებას მისცემს, გამოცდილება სხვა სამხედრო მოსამსახურეებსაც გაუზიარონ. 

„კრწანისის“ სასროლეთზე კურსის მონაწილეებმა სხვადასხვა სირთულის სავარჯიშოები შეასრულეს როგორც შაშხანით, ასევე პისტოლეტით სროლაში და ბრიტანელი ინსტრუქტორების მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურეს",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics