10:44 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-14 12:31:33, 1892 ნახვა

კომენტარი
დავით სააკაშვილი - გონს მოეგეთ, არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლით თამაში, ეს ყველას ბუმერანგივით დაუბრუნდება

მინდა მივმართო ხელისუფლებას, გონს მოეგეთ, არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლით თამაში და ეს ყველას ბუმერანგივით დაუბრუნდება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმამ, დავით სააკაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, დღეს საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ ექსპრეზიდენტს არ მიეცა პროცესზე დისტანციურ რეჟიმში დასწრების უფლება, რადგან მისი მდგომარეობა მძიმეა . 

"გაუგონარი რამ ხდება, ბოლო პერიოდია ხელისუფლებიდან ვისმენთ, რომ ეს ყველაფერი ფარსია და მიშა არის კარგად და რა მოხდა დღეს- დღეს საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ მიშას არ მიეცა საშუალება ვიზუალურად დაენახა ხალხს. ხდება ადამიანის მიზანმიმართულად სიკვდილის პირამდე მიყვანა. სად ვართ ახლა ჩვენ? მიშა სრულიად ჯანმრთელი შევიდა საპატიმროში და რა მივიღეთ? ადამიანის ფიზიკური კონდიცია არის იქამდე, რომ ვერ გადაადგილდება. მინდა მივმართო ხელისუფლებას, გონს მოეგეთ, არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლით თამაში და ეს ყველას ბუმერანგივით დაუბრუნდება",- განაცხადა ექსპრეზიდენტის ძმამ. 

შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის  გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე უნდა ემსჯელათ, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ პროცესი ჯერ 14 დეკემბერს, შემდეგ კი 22 დეკემბრისთვის გადადო

პროცესზე დასწრების სურვილი გამოთქვა თავად ექსპრეზიდენტმა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კლინიკა „ვივამედმა" დასწრების საშუალება არ მისცა.ამის შემდეგ, ადვოკატმა პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურ რეჟიმში დასწრება მოითხოვა, რაზეც სასამართლომ უფლება გასცა, თუმცა სხდომის დღეს "ტექნიკური მოწყობილობების" არ არსებობის გამო, პენიტენციურმა არ ჩართო. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics