09:42 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-27 11:38:13, 1334 ნახვა

სამხედრო
უკრაინის თავდაცვის მინისტრი წეროვანში, სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციის ცენტრში იმყოფებოდა

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ანდრი ტარანი წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციის ცენტრს ეწვია. მას მასპინძლობა სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გაუწიეს. წეროვანში იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, ლელა ჩიქოვანი და გრიგოლ გიორგაძე.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა და დელეგაციის წევრებმა აშშ-ის მხარდაჭერით აშენებული და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის ადაპტირებული სივრცეები მოინახულეს და რეაბილიტაციის პროცესის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. სტუმრებს სპორტული, სავარჯიშო, კალათბურთისა და აკვათერაპიის დარბაზების მონახულების საშუალებაც ჰქონდათ.

მოგვიანებით ანდრი ტარანმა საქართველოს თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვილილსთვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ღირსების მედლით დააჯილდოვა. მინისტრმა სხვადასხვა ჯილდო თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლებსაც გადასცა. თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა ანდრი ტარანს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოში ვიზიტისთვის, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ურყევი მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მჭიდრო კავშირები, მათ შორის, რეაბილიტაციის ცენტრში უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების მიღება გაგრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics