23:36 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-19 18:58:37, 16352 ნახვა

Lifestyle
ამერიკულმა კომპანიამ გაფუჭებული რძისგან დამზადებული მაისურები გამოუშვა

ამერიკაში, ლოს-ანჟელესში შექმნილმა კომპანია "Mi Terro"-მ, ეკომეგობრული მაისურების წარმოება დაიწყო, რომელსაც უსარგებლო, გაფუჭებული რძისგან ამზადებს. 
უამრავი ალტერნატიული მასალა არსებობს, რომლისგანაც აწარმოებენ ეკომოგობრულ ნივთებს, როგორიცაა კანაფისგან ან თუნდაც ანანასისგან დამზადებული ტყავის მაისურები და სხვა აქსესუარები, თუმცა თეთრი ქსოვილის ალტერნატივა არც ისე ბევრია. 
 "Mi Terro" იყენებს ბიოტექნოლოგიებს, საკვები ნარჩენების გადასამუშავებლად, მათი შემცირების მიზნით, რომელიც ასევე შეცვლის პლასტმასს მოდის ინდუსტრიაში. 
"რატომ რძე? ჩვენი ინფორმაციით, ყოველწლიურად 128 მილიონი ტონა რძე იღვრება, რომელიც 3.3 მილიარდ სათბურ გაზს წარმოქმნის", - აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები. 
იმის მაგივრად, რომ ამ რაოდენობით რძე გადაიღვაროს, აღმასრულებელმა დირექტორმა რობერტ ლუომ გაფუჭებული რძე, პროტეინად გადააქცია, საიდანაც ძაფის ბოჭკოები გამოჰყავთ. არსებულ პროექტზე, ლუო პროტეინების გააქტიურების მცოდნე მეცნიერებთან ერთად მუშაობს. 
პროცესი გაფუჭებულ რძეში არსებული ბაქტერიების მოპოვებისგან იწყება, რის შემდეგაც მათი გასუფთავება ხდება და ცილაში გადაჰყავთ. შემდეგ ხდება ცილების იზოლირება, რის გამოც ისინი მყარ მასად გარდაიქმნება, რაც ქსოვილის შექმნის საშუალებას იძლევა. 
"ჩვენ წრიულ ეკონომიკას ვიმეორებთ, რომელიც სკვების ნარჩენებით იწყება და გადამუშავებად ან ბიოედგრადირებად ​ნივთად მთავრდება ", - ამის შესახებ, აღმასრულებელმა დირექტორმა ლუომ განაცხადა. 
მან ასევე აღნიშნა, რომ მასალიდან გამომდინარე ქსოვილი ძალიან ნაზი და სასიამოვნოა კანისთვის.  





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics