10:01 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-21 10:22:05, 1263 ნახვა

მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა „ნახევრად ომის მდგომარეობა“ გამოაცხადა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა „ნახევრად ომის მდგომარეობა“ გამოაცხადა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით,  ჩრდილოთ კორეის ლიდერმა ქვეყნის შეიარაღებული ძალების მზადყოფნაში მოყვანის შესახებ ბრძანება გასცა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მას შემდეგ მიიღო, რაც სამხრეთ კორეის საზღვართან გუშინ ორმხრივი სროლა მოხდა. 

ოფიციალური სეულის განმარტებით, პირველი გასროლა ჩრდილოეთ კორეამ განახორციელა. მიზანი იმ მოწყობილობის განადგურება იყო, რომლის საშუალებითაც სამხრეთ კორეის ტერიტორიიდან ანტიკომუნისტური პროპაგანდის ტრანსლირება ხდებოდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics