2020-04-13 11:57:52, 9823 ნახვა
ომი უკრაინაში
ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 81 წლის ქალბატონი ხვალ დატოვებს კლინიკას
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 81 წლის ქალბატონი ხვალ დატოვებს კლინიკას.
მისი თქმით, აღნიშნულ ქალბატონს ორჯერადი კვლევის შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
„ამ ეტაპზე გვყავს 9 პაციენტი. მათი მდგომარეობა მეტნაკლებად სტაბილურია. სამი პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული.
ქალბატონი, რომელიც იყო 81 წლის, დღეს გადმოვა თერაპიის განყოფილებაში და ხვალისთვის დატოვებს კლინიკას კორონავირუსის გარეშე, ამ ქალბატონთან ორჯერადი კვლევის შედეგად კორონავირუსი არ დადასტურდა“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან