2026-02-14 22:09:21, 12073 ნახვა
რეგიონი
კოსი: ევროპა სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთად კონკრეტული პროექტების სიას ამუშავებს
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა კოსმა ეს განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, რეგიონში განხორციელებული პროექტები კერძო ინვესტორების მოზიდვის საფუძველს ქმნის. „ეს არის მასშტაბური ინიციატივები, რომელთა დაფინანსება მხოლოდ გადასახადის გადამხდელების მიერ არ შეიძლება. ამიტომ, მნიშვნელოვანია კერძო კაპიტალის მონაწილეობისთვის პირობების შექმნა“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
გარდა ამისა, კოსმა განაცხადა, რომ TRIPP-ის პროექტი „შეიძლება რეგიონისთვის ნამდვილი გარღვევა იყოს, განსაკუთრებით თურქეთთან დიალოგის გათვალისწინებით“. მან ასევე მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტს სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო პროცესის ხელმძღვანელობისთვის. მან აღნიშნა, რომ „რეგიონში უზარმაზარი ცვლილებები ხდება და ისინი მშვიდობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა“.
ავტორი: ექსპრესნიუსი,