21:09 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-30 17:20:18, 12020 ნახვა

Lifestyle
მეგან მარკლი სამსახიობო კარიერას უბრუნდება

სასექსის ჰერცოგის ტიტულის მფლობელი მეგან მარკლი ჰოლივუდში დაბრუნებას არ გამორიცხავს. სხვადასხვა ტაბლოიდების და "ინსაიდერების" მტკიცებით მარკლმა სასახლეში მოიწყინა, მას დეპრესია და ხასიათის მკვეთრი ცვალებადობა აღენიშნება. იგივე წყაროებს თუ დავუჯერებთ, პრინცი ჰარი ამ გადაწყვეტილებაში ცუდს არაფერს ხედავს, რასაც უინზორების ოჯახის დანარჩენ წევრებზე ვერ ვიტყვით. 
"დედოფალი ელისაბედ II ასეთი შესაძლო სცენარით შეშფოთებულია, მას არ უნდა, რომ უინზორებს შორის მეორე დიანა გაჩნდეს"-წერს The Insider. 
მეგან მარკლი ამასობაში რამდენიმე კინოპროექტით დაინტერესდა, მათ შორის ერთ-ერთი დოკუმენტურია,ხოლო მეორე ისტორიული. მაგრამ ნამდვილად ცნობილია, რომ ჭორი იმის შესახებ, რომ ჯეიმს ბონდის ახალ ფილმში მეგანი მთავარი გმირის საყვარლის როლს ითამაშებს დეზინფორმაციაა.
ექსპერტი და ჟურნალისტი რობ შუტერი წერს:"პრინც ჰარის ჰგონია, რომ მეგანი არსებული მსახიობი ქალებიდან ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერია და არ სურს , რომ ცოლის ტალანტი დაიკარგოს, მაგრამ ამ აზრს ოჯახში არ აჟღერებს...გასაგები მიზეზების გამო"

 





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics