14:58 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-23 11:32:14, 933 ნახვა

სამართალი
სახალხო დამცველი იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეს მონიტორინგს გაუწევს

საქართველოს სახალხო დამცველი იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეს მონიტორინგს გაუწევს.

ამის შესახებ უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სახალხო დამცველის თქმით, საგამოძიებო ორგანოებმა, უახლოესი კვირის განმავლობაში კონკრეტული შედეგი უნდა დადონ.

„ჩვენ გავუწევთ მონიტორინგს ამ საზარელი მკვლელობის გამოძიების საკითხს. მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე. საგამოძიებო ორგანოებმა კონკრეტული შედეგი უნდა დადონ, უახლოესი კვირეების განმავლობაში, რადგან აქ საუბარი კონკრეტულ ოჯახზე და ერთ ადამიანზე არ არის, აქ საუბარია ზოგადად ქვეყანაზე და სახელმწიფოებრიობაზე. ეს რეალურად არის საზარელი დანაშაული და სამართალდამცავი ორგანოებისადმი ნდობა გარკვეულწილად ამ საქმის გამოძიებაზეა დამოკიდებული. გაიზრდება ეს ნდობა თუ პირიქით, უფრო უნდობლობა გაიზრდება, რეალურად არის ამ საქმეზე დამოკიდებული“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics