2015-05-19 10:43:27, 724 ნახვა
სამართალი
შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე პანამის დროშით მცურავი გემი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებმა ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე (ნაოსნობის განსაკუთრებული სიფრთხილის რაიონის გადაკვეთა) პანამის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი „TRANSFAIR“-ი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული გემის კაპიტნის მიმართ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე პრიმა-1 მუხლის 1-ლი ნაწილით. გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა - 50 000 ლარის ოდენობით. ჯარიმის გადახდის შემდეგ გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან