09:50 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-17 12:49:17, 772 ნახვა

რეგიონი
ბათუმში ახალი ამბულატორიული ცენტრი გახსნა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და მინისტრის პირველი მოადგილე ლელა სურმანიძე ახალი ამბულატორიული ცენტრის გახსნას დაესწრნენ.

სამედიცინო კორპორაცია „ევექსმა“ ცენტრი ს. ხიმშიაშვილის N20-ში გახსნა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო ცენტრი პაციენტებს მომსახურებას თანამედროვე ინფრასტრუქტურით, უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურითა და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის სთავაზობს, რომელიც ასევე ჩართულია ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამაში. ამბულატორიულ ცენტრში დამონტაჟებულია რიგის მართვის სისტემა, რომლის დახმარებით პაციენტები დროის დანაკარგის გარეშე, შეუფერხებლად შეძლებენ ყველა პროფილის სამედიცინო მომსახურების მიღებას, მათ შორის ოჯახის ექიმის კონსულტაციას უფასოდ.

20, 21 და 22 თებერვალს ახალგახსნილ ამბულატორიულ ცენტრში მოსახლეობას საშუალება ექნება სხვადასხვა სამედიცინო მიმართულების ექიმებისგან მიიღოს კონსულტაციები და საჭიროებისამებრ ჩაიტაროს ლაბორატორიული კვლევები სრულიად უფასოდ. სამედიცინო კონსულტაციებზე წარმოებს წინასწარი ჩაწერა: 2 55 05 05

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics