09:51 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-06 13:04:46, 1232 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
თეა წულუკიანი: მიწის რეგისტრაციის რეფორმის ყველაზე სუსტი რგოლი ამზომველები არიან

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობის ორი თვის შედეგები შეაჯამა.

უწყებაში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა მიწის ამზომველების შესახებაც ისაუბრა.

„ორი თვის თავზე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მიწის რეგისტრაციის ჩვენი მოქალაქეებისთვის  ამ მნიშვნელოვანი რეფორმის ფარგლებში ყველაზე სუსტი რგოლი არის ამზომველი. მე დასავლეთ საქართველოში გახლდით ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, არაერთ სოფელში  და ყველგან გამოჩნდა, რომ ამზომველი, რომელიც არის ბიზნესმენი, კერძო სექტორის წარმომადგენელი, რეალურად არ დგამს იმ ნაბიჯებს, რაც მოქალაქეს ცხოვრებას გაუადვილებდა. ამიტომაც მინდა, მივმართო ჩვენს მოქალაქეებს და ვუთხრა, რომ ნუ მიმართავენ ნებისმიერ ბიუროს, რომელსაც შესასვლელზე „ამზომველი" აწერია, რადგან აღმოჩნდა, რომ საქართველოში არიან ამზომველები, რომლებმაც არ იციან მიწის აზომვა. ამიტომაც სოფლის რწმუნებულთან, გამგებელთან, გამგეობებში აუცილებელია,  მოვიკითხოთ, რომელი ამზომველია კომპეტენტური, რადგან მხოლოდ კომპეტენტური და სტანდარტებით შესაბამისი აზომვითი ნახაზის პირობებში  ანაზღაურებს სახელმწიფო ამზომველის საქმიანობას მოქალაქის ნაცვლად − იქნება ეს სერტიფიცირებული  თუ არასერტიფიცირებული ამზომველი.  ამზომველებს მინდა, ვურჩიო, რომ მოქალაქეს ნუ ეტყვიან, რომ თითქოს რეფორმა ჯერ არ დაწყებულა, იმიტომ, რომ  თავად არ იციან, როგორ აზომონ მიწის ნაკვეთი. რეფორმა დაიწყო პირველ აგვისტოს. დღემდე ჩვენ 80 000 მოქალაქეს ვეხმარებით საბუთების მოძიებაში და  20 000-ზე მეტმა  რეგისტრაცია უკვე წარმატებით  დაასრულა", − განაცხადა თეა წულუკიანმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics