2015-03-10 16:26:30, 639 ნახვა
საზოგადოება
„ამირანმა“ ქართველ სამხედროებს უმასპინძლა
კინოთეატრ „ამირანში“ ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ფილმის ჩვენება მოეწყო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეარაღებული ძალების IV მექანიზირებული და I საარტილერიო ბრიგადების სამხედროებმა კლინტ ისტვუდის „ამერიკელი სნაიპერი“ ნახეს.
სპეციალურად ქართველი სამხედროებისთვის თემატურად შერჩეულმა ფილმმა მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ფილმში მოთხრობილია, თუ როგორ გახდა ტეხასელი, როდეოს ჩემპიონი ქრის კაილი აშშ-ს ისტორიაში ყველაზე შედეგიანი სნაიპერი. მან ცხელ წერტილებში 150 დადასტურებული ლიკვიდაცია მოახდინა.
კინოჩვენება თავდაცვის სამინისტროსა და კინოთეატრ „ამირანს“ შორის თანამშრომლობის საფუძველზე განხორციელდა. მსგავსი ღონისძიებები შეიარაღებულ ძალებში ქართველი სამხედროებისთვის მუდმივად იმართება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან