09:51 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-09 16:01:57, 851 ნახვა

რეგიონი
მთავრობის გადაწყვეტილებით, გიგა ოთხოზორიას ოჯახს სახლი გადაეცა

მთავრობის გადაწყვეტილებით, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის გამშვებ პუნქტთან მოკლულ გიგა ოთხოზორიას 7-სულიან ოჯახს ზუგდიდის ცენტრში სახლი შეუსყიდა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ოთხოზორიების ოჯახს ესტუმრნენ და საცხოვრებელი სახლის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გადასცეს.

გიგა ოთხოზორიას ოჯახმა, რომელიც ამ დრომდე ქირით ცხოვრობდა, ზუგდიდის ცენტრში არსებული კერძო სახლი საკუთარი სურვილის მიხედვით შეარჩია. ახალი სახლში გადასვლისთვის საჭირო ტრანსპორტირების ხარჯები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დაფარა. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics