23:57 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-12 14:57:24, 1028 ნახვა

კომენტარი
მერია: "თაიმერის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია მიზანმიმართული სიცრუე და არაპროფესიონალიზმია

"ახალი ამბების სააგენტო „თაიმერის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ხანდაზმულ ანა გაგუას, კუთვნილი 1000 ლარის ნაცვლად, თბილისის მერიამ შპს „ჰერმესის“ სარიტუალო მომსახურება შესთავაზა, არის ტყუილი! ეს არის  მიზანმიმართული სიცრუე და არაპროფესიონალიზმი",-ამის შესახებ თბილისის მერიის  განცხადებაშია ნათქვამი. 

როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, სააგენტო "თაიმერმა" 1 წლის წინანდელი ცრუ ინფორმაცია გამოიყენა და გააავრცელა როგორც ახალი ამბავი. 

"სააგენტომ გამოიყენა 1 წლის წინანდელი ცრუ ინფორმაცია და გუშინ, გვიან ღამით, გაავრცელა ის, როგორც ახალი ამბავი. იმის მიუხედავად, რომ 2015 წელს, აღნიშნულ საკითხზე გაკეთდა განმარტება და ანა გაგუას ოჯახის წევრებმა - ანა მამრიკაშვილმა და მისმა მეუღლემ ალექსანდრე კუტუბიძემ (იხილეთ ფოტო 1) აღიარეს  ბებიისთვის სარიტუალო მომსახურების შეთავაზებაზე ხუმრობა. თუმცა, „თაიმერისთვის“ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. გუშინ სააგენტომ „ახალი ამბავი“ გაავრცელა რეალური რიცხვით - 11.07.2016. (იხ. ფოტო 2;  ფოტო 2ა). ახლა კი თარიღი შეცვლილია და მითითებულია - 11.07.2015.(იხ. ფოტო 3), თითქოს, შარშან განთავსდა მათ ვებ გვერდზე. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს მერიის მხრიდან სარიტუალო მომსახურების შეთავაზებაზე ცრუ ინფორმაცია 3 ივლისს გავრცელდა (იხ. ფოტო 4) და არა 11 ივლისს. რაც მოწმობს იმას, რომ, ამჟამად, სააგენტოს გვერდზე არსებული მასალა ვერ იქნება 2015 წელს დაწერილი „ახალი ამბავი“. 

აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სააგენტო „თაიმერი“ ცრუ ინფორმაციას განზრახ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ავრცელებს",-აღნიშნულია განცხადებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics