11:31 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-26 11:28:07, 797 ნახვა

სამხედრო
„დელტამ“ ქართული წარმოების უახლესი საარტილერიო სისტემა GMM-120 წარმოადგინა

თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ ქართული წარმოების 120 მილიმეტრიანი თვითმავალი ნაღმმტყორცნი GMM-120 წარმოადგინა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ „დელტადან“ აცნობეს, საბრძოლო მანქანაზე მუშაობა „დელტას“ ინჟინრების მიერ რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მაღალი გამავლობის 3 ღერძიან სატვირთო ავტომანქანის ბაზაზე დამონტაჟებული ქართული 120 მმ კალიბრიანი თვითმავალი ნაღმმტყორცნი ცეცხლის მართვის, ნავიგაციის და დამიზნების თანამედროვე ციფრული სისტემებითაა აღჭურვილი. მას პოზიციის დაკავება, დამიზნება და  ცეცხლის გახსნა რამდენიმე წამში შეუძლია.

ქართული თვითმავალი ნაღმმტყორცნი აღჭურვილია გლობალური სანავიგაციო სისტემა GPS-ით, ტაქტიკური პლანშეტ-კომპიუტერებით და მაღალ დონეზე დაცული კავშირგაბმულობის  სისტემით, ამით მანქანა ავტონომიური საცეცხლე მანქანის თვისებებს იძენს და ჯარების მართვის ერთიან სისტემაში ინტეგრაციის საშუალებას იძლევა.

თვითმავალი ნაღმმტყორცნის დანიშნულებაა მსუბუქი ქვეითი ან მექანიზირებული დანაყოფების საცეცხლე მხარდაჭერა, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, საცეცხლე წერტილების, გამაგრებული საინჟინრო ნაგებობების, მსუბუქი ჯავშანტექნიკის და სხვა სამიზნეების განადგურება.

ტაქტიკურ- ტექნიკური მონაცემები: კალიბრი - 120 მმ; საბრძოლო მასა - 15 ტონა; სიგრზე - 8,40 მეტრი; სიგანე - 2,80 მეტრი; სიმაღლე - 2,80 მეტრი; ეკიპაჟი - 6 კაცი; სროლის ტემპი - 15 გასროლა/წთ; სწრაფსროლა მაქსიმალური მუხტით - 60 გასროლა; სწრაფსროლა შორსმსროლელი მუხტით - 50 გასროლა; საარტილერიო ნაწილის რესურსი - 4000 გასროლა; საარტილერიო ნაწილის მასა - 2000 კგ; სროლის მაქსიმალური მანძილი - 7100 მეტრი; სროლის მინიმალური მანძილი  - 480 მეტრი; დამიზნების სისტემა - ელექტრომექანიკური.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics