23:38 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 18:10:41, 693 ნახვა

სამხედრო
შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებულ ბრიგადას ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შვილები ესტუმრნენ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებულ ბრიგადას ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შვილები ესტუმრნენ. ვეტერანების შვილებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს.
ბრიგადის ხელმძღვანელობამ საკონფერენციო დარბაზში შეკრებილ სტუმრებს IV მექანიზირებული ბრიგადის დაარსების ისტორიისა და მისი ამოცანების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მოზარდებმა ბრიგადის საქმიანობის ამსახველი ვიდეოკოლაჟიც იხილეს. 

ჯარისკაცები მოზარდებს სამხედრო ცხოვრების წესისა და დისციპლინის შესახებ ესაუბრნენ, ასევე, გააცნეს ინფორმაცია საერთაშორისო მშვიდობის დამყარების საქმეში ქართველი სამხედროების წვლილის შესახებ. მოგვიანებით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. 

ბავშვებმა ჯარისკაცების საცხოვრებელი ყაზარმები, სპორტული და სასწავლო დარბაზები დაათვალიერეს. სპეციალურად მათთვის ბრიგადის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო. 

ღონისძიების დასასრულს პატარებმა სპორტულ დარბაზში ჯარისკაცებს საჩვენებელი სპარინგი მოუწყვეს და მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
IV მექანიზირებული ბრიგადის სტუმრები კარატეში წარმატებული სპორტსმენები, საქველმოქმედო ფონდ „მეოხთან“ არსებული კლუბ „მეოხის“ წევრები არიან. ღონისძიება ააიპ „შეიარაღებული ძალების მხარდაჭერისთვის“, „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა“ და გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics