11:14 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-26 09:50:00, 982 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წარადგინეს ახალი კანონპროექტი, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადებას ითვალისწინებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წარადგინეს ახალი კანონპროექტი, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადებას ითვალისწინებს | კანონპროექტის ინიციატორი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია, მისი კოსპონსორი კი დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი. დოკუმენტის წარდგენის თანახმად, აღნიშნული ანგარიშის მიზანია, მომზადდეს ანგარიში რუსული და ჩინური სადაზვერვო აქტივების შესახებ საქართველოში, ასევე სხვა „დაკავშირებულ საკითხებზე“. კანონპროექტის სახელწოდებაა „საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო აქტივების შესახებ ანგარიშის წარდგენისა და სხვა მიზნებისთვის“

 დოკუმენტი ავალდებულებს აშშ-ის აღმასრულებელ ხელისუფლებას (სახელმწიფო დეპარტამენტს და სადაზვერვო სამსახურებს), რომ განსაზღვრულ ვადაში მოამზადონ და კონგრესს წარუდგინონ დეტალური ანგარიში, რომელიც მოიცავს:

 რუსული გავლენის აგენტები: საქართველოში რუსული სპეცსამსახურების (FSB, GRU, SVR) ქსელების, მათი აქტივებისა და გავლენის აგენტების იდენტიფიცირება

 ჩინური კავშირები: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სადაზვერვო და ეკონომიკური გავლენის მექანიზმების შესწავლა საქართველოში და მათი შესაძლო თანამშრომლობა რუსულ ინტერესებთან

• საფრთხეების შეფასება: როგორ აზიანებს ეს აქტივობები საქართველოს სუვერენიტეტს და აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას

 კანონპროექტი გადაეცა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტს (House Foreign Affairs Committee). ეს არის პირველი ეტაპი - კომიტეტი განიხილავს ტექსტს, რის შემდეგაც მას კენჭს უყრიან პალატაში, შემდეგ კი სენატში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics