14:38 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-24 12:45:29, 3785 ნახვა

კულტურა
თბილისის ისტორიის მუზეუმში მანანა მენაბდის ფოტოგამოფენა გაიხსნება

24 მარტს, 18:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლაში) მანანა მენაბდის ფოტოგამოფენა „ილუზიები“ გაიხსნება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გამოფენა რამდენიმე თემას აერთიანებს: „ტანგოს ლანდები“, „მანეკენი და სიცოცხლე“, „გრაფიკული ფოტოები“, „ფერწერული ფოტოები“, „აკვარელი“, „შუქ-ჩრდილები“ და სხვა.

დამთვალიერებელს საშუალება ექნება იხილოს მანანა მენაბდის მიერ, 90-იანი წლებიდან დღემდე შექმნილი ნამუშევრები. ფოტოგამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში 10 აპრილამდე იქნება წარმოდგენილი.

ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი; ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია ART&SOCIETY. ფოტოგამოფენის კურატორია ხელოვნებათმცოდნე ლიკა მამაცაშვილი.

მანანა მენაბდე ფოტოგრაფიასა და მხატვრობაში 90-იანი წლებიდან მოღვაწეობს. მისი ნამუშევრები დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მენაბდის პერსონალური გამოფენები  ხშირად ეწყობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, უკრაინასა და რუსეთში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics