|
2015-02-17 17:14:48, 458 ნახვა
პოლიტიკა
აშშ საქართველოს მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვიქტორია ნულანდს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები 100%–ით უჭერს მხარს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების კურსს, ევროკავშირსა და ნატო–ში ინტეგრაციის პროცესს, საქართველოს სუვერენიტეტს, მის ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას. მათივე ცნობით, ხაზი გაესვა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიზიტს, როგორც მკაფიო დემონსტრირებას საქართველოს უპირველესი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მკაფიო მხარდაჭერისა. ამასთან, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების ფართო სპექტრზე უსაუბრეს, მათ შორის ეკონომიკურ–სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოებისა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის შსს–სა და პროკურატურაში გასატარებელ ცვლილებებზე. ამერიკული მხარის მიერ გამოითქვა მზაობა აღნიშნულ პროცესებში ამერიკელი ექსპერტების ჩართვისა. გარდა ამისა, შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს ნატო–სა და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესებში მიღწეული პროგრესი და რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის მზადების პროცესი. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა აშშ–ის მხარდაჭერის მნიშვნელობას. მისი განმარტებით, საქართველო ყველაფერს აკეთებს უპირველეს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. „ამერიკის მხრიდან ჩვენ მივიღეთ მკაფიო ხაზგასმა პოლიტიკური და ეკონომიკური დიალოგის გაფართოებასა და გაღრმავებასთან დაკავშირებით. ასევე სრულფასოვნად ამოქმედდება ყველა ის საკითხი, რომელიც მკაფიოდ არის გაწერილი აშშ–საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში. იყო დეტალური საუბარი იმ რეფორმებზე, რომელიც შსს–ში და პროკურატურაში მიმდინარეობს და ამერიკული მხარის მიერ გამოითქვა პროცესებში ექსპერტების ჩართვის სურვილი“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)