21:11 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-05 16:16:17, 1369 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - კრივი-რიჰში რუსების მიერ განხორციელებულ დარტყმაზე უკრაინაში აშშ-ის საელჩოს რეაქცია გულდასაწყვეტია

კრივი-რიჰში რუსების მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმაზე უკრაინაში აშშ-ის საელჩოს რეაქცია გულდასაწყვეტია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ კრივი-რიჰზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ დაფიქსირებული „პრინციპული პოზიციისთვის“ ჩეხეთის, ფინეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს კაია კალასსა და კიევში იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიისა და გერმანიის საელჩოებს მადლობა გადაუხადა.

„სამწუხაროდ, აშშ-ის საელჩოს რეაქცია გასაოცრად გულდასაწყვეტია. ასეთი ძლიერი ქვეყანა, ასეთი ძლიერი ხალხი და ასეთი სუსტი საპასუხო რეაქცია. მათ სიტყვა „რუსულის“ ხსენებისაც კი ეშინიათ, როდესაც საუბრობენ რაკეტაზე, რომელმაც ბავშვები დახოცა“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.

ომის დასრულებისა და ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორებს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, პარასკევს საღამოს რუსულმა ძალებმა ქალაქ კრივი-რიჰზე ბალისტიკური რაკეტით დარტყმა განახორციელეს. თავდასხმის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 9 ბავშვი და 61 დაშავდა. ქალაქში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

რუსული ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას სოციალურ ქსელში უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი გამოეხმაურა.

„შემაძრწუნებელია ის, რომ დღეს ღამით კრივი-რიჰში ბალისტიკური რაკეტა ბავშვების სათამაშო მოედანთან და რესტორანთან ახლოს ჩამოვარდა. 50-ზე მეტი დაშავდა და 16 დაიღუპა, მათ შორის 6 ბავშვი. სწორედ ამიტომ უნდა დასრულდეს ეს ომი“, - დაწერა უკრაინაში აშშ-ის ელჩმა სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics