12:07 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-15 15:51:01, 2548 ნახვა

რეგიონი
ჭიათურაში, მაღაროელები საპროტესტო აქციას მართავენ

„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის“ მიერ გათავისუფლებული მაღაროელები ჭიათურაში მე-16 დღეა აქციას მართავენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პროტესტის დაწყებიდან მათი პრობლემით არავინ არ დაინტერესებულა. 

მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია შეიქმნას ფონდი - ჭიათურის სააქციო საზოგადოება, რომელსაც ჭიათურის მანგანუმის 5%-იანი წილი ექნება და მიღებულ ფინანსებს ფონდი ჭიათურის განვითარებას მოახმარს.

როგორც აქციის კიდევ ერთ-ერთმა მონაწილემ ტარიელ მიქაცაძემ განაცხადა, მაღაროელების სამსახურიდან გაშვების მიზეზი კომპანიის დამოკიდებულებაა, რომელიც მცირე ხარჯებით დიდი მოგების მიღებას გულისხმობს.

აქციის მონაწილეები ასევე არ გამორიცხავენ პროტესტის სხვა ქალაქებში, მათ შორის, თბილისში გადმოტანას, თუ ხელისუფლება აღნიშნული პრობლემის მოგვარების ინიციატივას არ გამოხატავს.

ცნობისთვის, მე-16 დღეა აქციის მონაწილეები წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიის მიერ მიწისქვეშა სამუშაოების შეწყვეტას აპროტესტებენ. „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიისგან“ დასაქმებულები ითხოვენ, რომ წიაღისეულის მოპოვება კომპანიისგან სახელმწიფომ გადაიბაროს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics