13:22 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-13 16:32:14, 497 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას, რომ მინდია ჯანელიძე ევროპული კურსის მატარებელი არ არის, არ იზიარებს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადება შეაფასა, სადაც აღნიშნულია, რომ თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ევროპული კურსის მატარებელი არ არის და ის უნდა გადადგეს.

როგორც ბაქრაძემ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ნატო-ს ყველა წარმომადგენელი ადასტურებს, რომ საქართველოში რეფორმები ნატო-სთვის უჩვეულო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

„გავეცანი განცხადებებს. 5 თებერვალს ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალი შედგა, სადაც მონაწილეობა მინდია ჯანელიძემ მიიღო. შეხვედრის შემდეგ თავდაცვის მინისტრებმა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთეს, რომელშიც აღინიშნა, რომ საქართველო პროგრესირებს და ამას გენერალური მდივანი, მისი მოადგილე, ასევე სპეციალური წარმომადგენელი აპატურაი აღნიშნავენ, რომ ნატო-სთვის უჩვეულო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ამ მხრივ პროცესი, შესაბამისად ვერაფერს ვერ გავიზიარებ მსგავს მოსაზრებას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics