2024-04-09 12:05:16, 494 ნახვა
რეგიონი
კასპში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
კასპში ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში შიკრიბნენ და 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლისთავი აღნიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, შეკრებილებმა მერაბ კოსტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და სამშობლოს თავისუფლებისათვის ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
„მამა რომანოზმა 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის მოვლენები, რომელმაც დასაბამი მისცა საქართველოს თავისუფლებასა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესს.
1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორ წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო“, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),