|
2023-04-01 15:10:34, 1699 ნახვა
კომენტარი
სარჯველაძე - არ შეიძლება გმირი ვუწოდოთ ადამინებს, რომლებიც პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილებს ესვრიან
არ შეიძლება სიტყვა გმირი, ისეთი ადამიანებისთვის გავიმეტოთ, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებს პოლიციელებს ესვრიან, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციამ თავდაპირველად განაცხადა, რომ პირი, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილი ისროლა სუსისგან იყო მართული, მერე გაირკვა ვინც იყო და ახლა მას გმირად მოიხსენიებენ. “პირველი ვერსია, რაც ოპოზიციამ განავითარა, გახსოვთ, რომ ხელისუფლებას აბრალებდნენ, რომ ეს სუს-გან მართული ადამიანები იყვნენ. მერე აღმოჩნდა, რომ გაირკვა ვინც იყო და ახლა საზოგადოებას გვთავაზობენ სრულიად სხვა ინტერპრეტაციას და იძახიან, რომ სინამდვილეში ეს ადამიანი გმირი არისო. როგორც არ უნდა ეცადონ, ამ ადამიანის წარმოჩენას, როგორც გმირისას, რა თქმა უნდა, არ შეიძლება სიტყვა გმირი, ასეთი ფალსიფიკაციისთვის გავიმეტოთ და ასეთ ადამიანებს, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებს ესვრიან პოლიციელებს იმას შევარქვათ იგივე სახელი, რაც მაგალითად, ჟიული შარტავას აქვს. არ შეიძლება ასეთი რამ, ეს, მათ შორის, რა თქმა უნდა, ამორალურობაც არის”, - განაცხადა სარჯველაძემ. ცნობისთვის, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა.
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)