|
2023-03-02 10:40:22, 1578 ნახვა
სამხედრო
ბურჭულაძე - თავდაცვის კოდექსი აღმოფხვრის ხარვეზებს და დაარეგულირებს ყველა იმ საკითხს, რომ მივაღწიოთ მიზანს და თავდაცვისუნარიანი რეზერვი შევქმნათ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ღამის კურიერი“ თავდაცვის კოდექსით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, თავდაცვის კოდექსი დაარეგულირებს ყველა იმ სამართლებრივ ნორმასა და აქტს, რაც აქამდე არეგულირებდა აღნიშნულ სფეროს. „დღეს ოპონირება მიმდინარეობს და საზოგადოებას უნდათ დაანახონ ჩვენი ახალი კოდექსი, როგორც ტოტალური გაწვევა, ეს ასე არ არის. პირიქით, ეს აღმოფხვრის ხარვეზებს და დაარეგულირებს ყველა იმ საკითხს, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და შევქმნათ თავდაცვისუნარიანი რეზერვი, უფრო მდგრადი თავდაცვისუნარიანობა", - აღნიშნა მინისტრმა. მისი განმარტებით, ყოველ წელს დადგინდება გასაწვევი პირების სამიზნე რაოდენობა და ეს არ შეეხება ყველა სტუდენტს. „ეს შეეხება უპირველეს ყოვლისა იმ კატეგორიას, რომელსაც არ აქვს სხვა საფუძველი სავალდებულო ჯარისგან გათავისუფლების. შემდეგ გადავალთ იმ კატეგორიაზე, რომელიც შეიძლება ასევე პოტენციურად მოიაზრებოდეს როგორც პოტენციური რეზერვი. ეს შეეხება სტუდენტთა გარკვეულ რაოდენობას, შეიძლება საერთოდ არ შეეხოს სტუდენტებს, ან თუ შეეხება, დღევანდელი გადასახედიდან ეს იქნება ძალიან მცირე რაოდენობა სტუდენტების", - განაცხადა მინისტრმა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული ცვლილებებით გამოსწორდება არსებული ხარვეზები: „შენიშვნა, რომ ჩვენ თითქოს ვცდილობთ საზოგადოების ნაწილს ექსპლუატაცია გავუწიოთ, დღეს უფრო რელევანტური იქნებოდა. პირიქით ჩვენ ვაპირებთ, რომ გამოვასწოროთ ეს საკითხი და ყველა სამხედრო მოსამსახურემ სავალდებულო ჯარი მოიხადოს თავდაცვის სამინისტროში", - ამბობს ბურჭულაძე. მინისტრის განცხადებით, ეს ემსახურება მთავარ მიზანს, რომ შეიქმნას ქვეყნისთვის რეზერვი, რომელიც გამოდგება ზუსტად ამ ამოცანისთვის.
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)