13:52 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-23 09:31:23, 1190 ნახვა

კომენტარი
თინა ხიდაშელი: ავღანეთში ქართველი ჯარისკაცი პატრულირების დროს დაიღუპა

თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცი  ბაზაზე თავდასხმის დროს დაიღუპა.

როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ამბავი ჩვეულებრივი პატრულირების დროს მოხდა.

„სამწუხაროდ გუშინ ავღანეთში ერთი ჯარსკაცი დავკარგეთ. მინდა, მივუსამძიმრო მის ოჯახს. ჩვენ მთელი ღამე იქ ვიყავით. გულწრფელად გეუბნებით, იშვიათად მინახავს ახალგაზრდა დედა, რომელსაც აცნობეს შვილის დაღუპვის შესახებ და ასე გმირულად შეხვდა ამ ამბავს.

ასევე დაჭრილია ერთი ჯარისკაცი, თუმცა მას ღამე ოპერაცია გაუკეთდა და აბსოლუტურად არავითარი საფრთხე არ ემუქრება. მას გერმანიაში გადაიყვანენ და შემდეგ სამშობლოში დაბრუნდება. ჩვენი დანარჩენი ჯარისკაცები მშვიდად არიან. მე ვიცი, რომ ამ ამბის შესახებ ოჯახის წევრებისთვის ცნობილია და მე მინდა მათ მივმართო, იქ აბსოლუტურად არაფერი ხდება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს თავდასხმა მოხდა ბაზაზე. ეს ასე არ იყო, ეს ამბავი ჩვეულებრივი პატრულირების დროს მოხდა“, - აღნიშნა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
"მოიპარეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, დაეუფლნენ ₾10 000-მდე თანხას" – შსს-მ 4 პირი დააკავა
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics