13:07 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-08 16:40:47, 1578 ნახვა

რეგიონი
ცხემლვანას გზის 5 კილომეტრიანი მონაკვეთი პირველად მოასფალტდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნუგზარ სურმანიძემ, აჭარის მთავრობის აპარატის უფროსთან რუსლან ქორიძესთან, ქობულეთის გამგებელთან სულხან ევგენიძესთან და ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარესთან სულხან ოქროპირიძესთან ერთად ქობულეთი-ჭახათი-ცხემლვანას საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის  სამუშაოები მოინახულა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქობულეთი-ჭახათი-ცხემლვანას  საავტომობილო გზაზე, სადაც ასფალტის საფარი არასდროს დაგებულა,   4300 მეტრ სიგრძეზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს „კომპანია ბლექ სი გროუპი“ აწარმოებს. დასაქმებულია 15 ადამიანი, მათ შორის 8 ადგილობრივია. ჩასატარებელი სამუშაოების საერთო ღირებულება ტენდერის  მიხედვით 1 081 607  ლარს შეადგენს. 

სამუშაოების დასრულების ბოლო ვადა 2015 წლის 22 სექტემბერია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics