18:07 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-09 16:40:24, 5243 ნახვა

პოლიტიკა
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს

მოსკოვშ , გაზეთ „ნოვაია გაზეტას“ რედაქციაში უსაფრთხოების სამსახურებმა ჩხრეკა ჩაატარეს - ამის შესახებ თავად გამოცემა იუწყება Telegram არხზე.

„დაახლოებით შუადღის 12 საათზე, მოსკოვში, „ნოვაია გაზეტას“ რედაქციაში ნიღბიანი დაცვის თანამშრომლები მივიდნენ და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაიწყეს“, - განაცხადეს მედიის წარმომადგენლებმა.

რედაქციამ დასძინა, რომ ჩხრეკის მიზეზი უცნობია, რადგან ადვოკატებს ოფისში შესვლის უფლება არ მისცეს. გაზეთის ზოგიერთი თანამშრომელი ამჟამად შენობაში იმყოფება.

გავრცელებული ინფორმაციით, „ნოვაია გაზეტას“ წინააღმდეგ საქმეს პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენების მუხლით იძიებენ, იუწყება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics