10:10 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-26 15:06:36, 586 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი: გომელაური რთულ პერიოდში დაინიშნა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ვახტანგ გომელაურს გამოცდილ კადრს უწოდებს.
როგორც სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვახტანგ გომელაური შს სამინისტროში დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა და დაკისრებულ  მოვალეობას თავს კარგად გაართმევს.
„ვულოცავ ვახტანგ გომელაურს. მე მას ეფექტურ საქმიანობას ვუსურვებ. დიდი ხნის განმავლობაში ის შსს–ში მუშაობდა და დარწმუნებული ვარ, თავის მოვალეობას თავს ეფექტურად გაართმევს“, – აღნიშნა სესიაშვილმა.
მისივე შეფასებით, გომელაური მინისტრად რთულ პერიოდში ინიშნება, რადგან ქვეყანას კრიმინალთან ბრძოლის საქმეში ყოველდღიური გამოწვევა აქვს.
„ვახტანგ გომელაური საკმაოდ რთულ პერიოდში დანიშნა. ქვეყანას კრიმინალთან ბრძოლის საქმეში ყოველდღიური გამოწვევა აქვს, სადაც მე მას გამარჯვებას ვუსურვებ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ცნობისთვის, ვახტანგ გომელაური  შს მინისტრად პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს წარადგინა. გომელაურმა ალექსანდრე ჭიკაიძე ჩაანაცვლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აია-სოფიაში ბერძენი ტურისტები დააკავეს მას შემდეგ, რაც გაშალეს დროშა წარწერით „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“
ცოცხლების მარში აუშვიცში
აშშ-მ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა
ტრამპმა განაცხადა, რომ ორბანის არჩევნებში დამარცხება არ აწუხებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics