10:43 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-16 14:59:28, 699 ნახვა

საზოგადოება
„ექსპო ჯორჯიამ“ მე–17 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას უმასპინძლა

საგამოფენო ცენტრმა „ექსპო ჯორჯიამ“- მე-17 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას უმასპინძლა. 

გამოფენის მხარდამჭერები არიან დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია,თბილისის მერია და საქართველო–ირანის სავაჭრო–სამრეწველო პალატა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, 50-მდე საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილი იყო 150-მდე ორგანიზაცია და სხვადასხვა ტურისტული კომპანიები.

დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის მიზნით, სააგენტომ სხვადასხვა სახის საპრომოციო მასალები წარმოადგინა. ასევე, პოტენციურ ვიზიტორებს მიეწოდათ  ინფორმაცია საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე არსებული ტურისტული პროდუქტების შესახებ. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობდა  - საქართველო, სომხეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ტაილანდი, შვეიცარია, რუსეთი, ლიტვა, პოლონეთი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა აშშ დაადანაშაულა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში და უარი თქვა მოლაპარაკებების ახალ რაუნდზე
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics