13:15 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-11 11:36:52, 1080 ნახვა

სხვადასხვა
„ზედაზენმა“ სააღდგომოდ მიუსაფარ და მშპ ადამიანებს საჩუქრები დაურიგა

ს.ს „ქართული ლუდის კომპანიაში“, დისტრიბუციის მანქანები 30-მდე განსხვავებული მიმართულებით დაიძრა და სააღდგომოდ ათასამდე მზრუნველობამოკლებული, მიუსაფარი  შეზღუდული შესაძლებლობების მქონეს სხავადასხვა სახის პროდუქცია გადასცა.

 „ახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და ტრადიციულად, ლუდსახარში ზედაზენი დაარიგებს პროდუქციას , როგორც წინა სააღდგომო საჩუქარს ბავშვთა სახლებში, რეგიონში არსებულ ეკლესია–მონასტრებში,  გაჭირვებულთა თავშესაფრებში, არა მარტო მცხეთა–მთიანეთში არამედ თბილისში არსებულ ჩვენს ტრადიციულ რესიპიენტებთანაც მივა ჩვენი საჩუქრები “ - განაცხადა  „ზედაზენის“ კომერციული სამსახურის უფროსმა კახა პაიჭაძემ.

„ეს სტუმრობა   არ იყო ჩვენთვის მოულოდნელი,  არაერთხელ გვესტუმრნენ და ველოდებოდით  კიდევაც,  ყველა დღესასწაულზე, თავისი ფართო ასორტიმენტით , ყველა ბავშვისთვის ,  მოზარდისთვის დიდი სიხარული მოაქვთ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ზედაზენის ხელმძღვანელობას და ყველა თანამშრომლომლებს , მინდა მათ მივულოცო აღდგომა „  - აცხადებს ნანა გოგოჭური, ძეგვის სარეაბილიტაციო თავშესაფრის ხელმძღვანელი .

მიმდინარე წელს, „ზედაზენმა “ ქველმოქმედების სახით უკვე  ნახევარ მილიონ ბოთლზე მეტი  ლიმონათი  დაარიგა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics