11:33 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-08 20:23:12, 815 ნახვა

ეკონომიკა
საქართველო National Geographic Traveler -ის 50 ქვეყნის ტურისტული მიმართულებების ჩამონათვალში მოხვდა

“50 Tours of a Lifetime“-საქართველო National Geographic Traveler-ის 50 ყველაზე საინტერესო ტურისტული მიმართულებების სიაში მოხვდა.

კერძოდ, ქართულ სამზარეულოზე, ღვინისა და კულტურის ტურის შესახებ National Geographic Traveler  ის  მეცხრე გამოცემაში დაიწერება,  რომელიც 2015 წლის მაისში გამოვა.

ინფორმაცია  ამის შესახებ National Geographic Traveler - ის ვებგვერდზე უკვე განთავსდა.

,,შესარჩევმა პროცესმა კონკურენტუნარიან გარემოში ჩაიარა. ჩვენი გუნდი დაუღალავად მუშაობდა, რომ გამოევლინა 2015 წლის ყველაზე ინოვაციური, საუკეთესოდ ორგანიზებული და მდგრადი ტურები. შესარჩევი პროცესი საუკეთესო ტურის გამოსავლენად უკვე მეათე წელია მიმდინარეობს. დღეისათვის, ექსპერიმენტული მოგზაურობების რიცხვმა იმატა, დაეს მოგზაურობები და ოპერატორები არიან სამაგალითოები ტურიზმის ინდუსტრიისწარმომადგენლებისთვის. ისინი უხსნიან გზებს ტურისტებს და ამავე დროს ტოვებენ დადებით შთაბეჭდილებას ქვეყნებსა და ხალხებზე. კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს ამ დიდ წარმატებას“, - განაცხადა National Geographic Traveler - ის რედაქტორმა მაქს ჯონსონმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,  National Geographic Traveler-ის მიერ მსოფლიოს 50 ყველაზე საინტერესო ტურისტულ მიმართულების სიაში საქართველოს მოხვედრა, ხელს შეუწყობს, ჩვენს ქვეყანას ტურიზმის განვითარებისა და საერთაშორისო ტურისტული იმიჯისდამკვიდრებაში. National Geographic Traveler -ი 1888 წელს დაარსდა და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ორგანიზაციის  National Geographic Society -ის ნაწილს წარმოადგენს.

National Geographic Traveler  მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ჟურნალია და მისი მკითხველთა რაოდენობა 8.5 მილიონს აღემატება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics