2015-04-02 11:19:36, 616 ნახვა
სამართალი
აკრძალული მედიკამენტის მალულად შემოტანის ფაქტი გამოავლინეს
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა აკრძალული მედიკამენტის მალულად შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.
როგორც "ექსპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, 112 აბი ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი LYRICA (300mg) რუსეთის მოქალაქე რ. ა.-ს შემოჰქონდა, რომელიც 1 აპრილს შემოვიდა საბაჟო გამშვები პუნქტის, „ყაზბეგის“, ტერიტორიაზე.
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა აკრძალული მედიკამენტი მგზავრის ფიზიკური დათვალიერებისას, მის სხეულზე დამალული აღმოაჩინეს.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან